თვითშეფასების ამაღლების 5 ნაბიჯი

ბავშვის თვითშეფასება განსაზღვრავს მის თავდაჯერებულობას, წარმატებისკენ სწრაფვასა და ცხოვრებაში გამოწვევებთან გამკლავების უნარს. მშობლების და აღმზრდელების როლი ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს სწორად შევუქმნათ პოზიტიური თვითაღქმა. ქვემოთ მოცემულია 5 პრაქტიკული ნაბიჯი, რომლებიც ბავშვის ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.

1. უპირობო სიყვარული

ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მისი ღირებულება დამოკიდებული არ არის მიღწევებზე ან შეცდომებზე. ხშირად უთხარით, რომ გიყვართ და აფასებთ ისეთად, როგორიც არის. ეს დაეხმარება, რომ საკუთარი თავი სიყვარულის ღირსად აღიქვას.

2. დამოუკიდებლობის წახალისება

მიეცით ბავშვს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და გააკეთოს საქმეები ასაკის შესაბამისად. პატარა დავალებების შესრულება (მაგალითად, ტანსაცმლის არჩევა, საწოლის გასწორება) აძლევს პასუხისმგებლობის შეგრძნებას და თავდაჯერებულობას.

3. შეცდომებისგან სწავლა 

ბავშვმა უნდა გაიგოს, რომ შეცდომები განვითარების ნაწილია და არ უნდა შეეშინდეს მათი დაშვების. ნუ გაკიცხავთ, არამედ დაეხმარეთ, რომ გაკვეთილი გამოიტანოს და აღმოაჩინოს, როგორ შეიძლება შემდეგ ჯერზე უკეთ გამოსვლოდა.

4. გულწრფელი შექება და ძალისხმევის დაფასება

აღნიშნეთ ბავშვის მცდელობა და არა მხოლოდ შედეგი. მაგ., „მომწონს, როგორ მოინდომე ამ ამოცანის ამოხსნა“ – ეს შექება მას მოტივაციას მისცემს, რომ კვლავ ეცადოს.

5. პოზიტიური კომუნიკაცია და მხარდაჭერა

მოუსმინეთ ბავშვს ყურადღებით, მიეცით სივრცე აზრებისა და ემოციების გამოხატვისთვის. როცა ის გრძნობს, რომ მისი სიტყვები მნიშვნელოვანია, მისი თვითშეფასება ძლიერდება.

ბავშვის თვითშეფასება ყოველდღიური ურთიერთობებით ყალიბდება. მშობლებისა და აღმზრდელების ყურადღება, სიყვარული და მხარდაჭერა მთავარი ფაქტორებია, რომლებიც მას თავდაჯერებულ და ბედნიერ პიროვნებად აქცევს.

 #ცვლილებებისდროა #ცვლილებებიიწყებაშიგნიდან #შენირეფორმებისდროა #რეფორმატორი

გაზიარება:

კომენტარები