ყურადღების კანონი გვასწავლის, რომ ის, რაზეც ვამახვილებთ ყურადღებას, იზრდება და იძენს ძალას ჩვენს ცხოვრებაში. ეს კანონი გვახსენებს, რომ ჩვენი ენერგია და ფიქრები მიედინება იქ, სადაც ყურადღება არის მიმართული.
თუ ყურადღებას პოზიტიურზე ვამახვილებთ, პოზიტიური შედეგები მოაქვს, ხოლო თუ ნეგატიურზე ვფოკუსირდებით, ეს ნეგატიურ მოვლენებს აძლიერებს.
რასაც ფიქრობ და რაზეც ფოკუსირდები, შენი ცხოვრების ნაწილია. რაც მეტად იფიქრებ ან ილაპარაკებ რამეზე, მით უფრო გაიზრდება მისი გავლენა. შესაბამისად ნეგატიურ მოვლენებზე ფოკუსირება ზრდის სტრესს და უარყოფით გამოცდილებას, ხოლო პოზიტიურ ფიქრზე კონცენტრირებას მოაქვს შთაგონება და მოტივაცია.
როცა ჩვენი ყურადღება დაყოფილია მრავალ სხვადასხვა მიმართულებით, ენერგია სუსტდება და მიზნების მიღწევა რთულდება.თუ ყურადღება კონკრეტულ მიზნებსა და ღირებულებებზეა მიმართული, შედეგები გაცილებით უფრო დამაკმაყოფილებელი და ეფექტური იქნება.
ჩვენი რეალობა იქმნება იმის საფუძველზე, რაზე ვფოკუსირდებით და როგორ ვხედავთ სამყაროს. ჩვენი რეალობა ჩვენი ფიქრების ანარეკლია
გაარკვიე, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი და მიაპყარი შენი ყურადღება ამ მიზნებს. თუ გამუდმებით ნეგატიურ მოვლენებზე ფოკუსირდები, ისინი უფრო მეტად გაბატონდება შენს ცხოვრებაში. ყურადღება გადაიტანე იმაზე, რაც გინდა და არა იმაზე, რისიც გეშინია.
მედიტაცია ან სუნთქვითი ვარჯიშები დაგეხმარება ყურადღების გაძლიერებაში. ეს ტექნიკები გონებას აწმყოზე კონცენტრირებას გასწავლის.
წარმოსახვაში დაინახე შენი მიზანი უკვე მიღწეული. ეს გაძლევს მოტივაციას და გეხმარება ყურადღების შენარჩუნებაში.
ელექტრონული მოწყობილობები, ზედმეტი ხმაური ან შფოთვა ხელს უშლის ფოკუსს. შეამცირე ეს ფაქტორები და იმუშავე მშვიდ გარემოში.
თუ ყოველდღე ფიქრობ იმაზე, რისთვის ხარ მადლიერი, შენს ცხოვრებაში მადლიერების გრძნობა გაიზრდება და ახალი დადებითი მოვლენები მოხდება.
თუ ყურადღებას მიაპყრობ კონკრეტულ მიზანს, მაგ., ახალი უნარის შესწავლას, თანმიმდევრულად მუშაობა და ფოკუსირება გეხმარება წარმატების მიღწევაში.
თუ სამსახურში სტრესს გრძნობ, ფოკუსი გადაიტანე იმაზე, რაც კარგად გამოგდის და როგორ შეგიძლია სიტუაციის გაუმჯობესება.დაიმახსოვრე:
“რაზეც ფიქრობ, ის იზრდება.” შენი ენერგია და დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია. ისწავლე ყურადღების მართვა და მიმართე ის პოზიტიური ცვლილებებისკენ. რაც უფრო მეტად გაამახვილებ ყურადღებას შენს მიზნებზე და პოზიტიურ მხარეებზე, მით უფრო წარმატებული და ჰარმონიული იქნება შენი ცხოვრება.
თუ წაიკითხე და მოგეწონა გააზიარე