სტივენ სპილბერგი- ბიჭი, რომელიც კინემატოგრაფიის ისტორია შეცვალა

„უარი, რომელსაც დღეს მიიღებ, ვერ განსაზღვრავს შენს მომავალს. შენი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გაბედულად გააგრძელებ ბრძოლას.“
– ამბობს სტივენ სპილბერგი, ადამიანი, რომელმაც კინოინდუსტრია სამუდამოდ შეცვალა.

სპილბერგი 1946 წელს, ცინცინატში (აშშ) დაიბადა. ბავშვობიდანვე გატაცებული იყო კინემატოგრაფიით – მამამისის კამერით პატარა ფილმებს იღებდა და ოჯახის წევრებს უჩვენებდა.

მაგრამ მისი ბავშვობა იდეალური არ ყოფილა – ის ძალიან მორიდებული და საკუთარ სამყაროში ჩაკეტილი ბიჭი იყო.

სტივენს სურდა კინოს სწავლა, ამიტომ სამჯერ შეიტანა განცხადება სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში (USC), მაგრამ სამივეჯერ უარი მიიღო!

🙏არ დანებდა. UCLA-შიც სცადა, მაგრამ იქაც უარი მიიღო.

🥺„მათ არ მინდობდნენ, მაგრამ მე ჩემი ოცნების მჯეროდა.“– ამბობს ის..

ერთ დღეს, Universal Studios-ის ტურის დროს, გადაწყვიტა შესულიყო დახურულ კინოსტუდიაში და დაეწყო თავისი ფილმის გადაღება.

სტუდიის ხელმძღვანელებმა მისი ნამუშევარი ნახეს, რის შემდეგაც Universal-მა სტივენს შანსი მისცა.

🙏ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

გენიალური ფილმები, რომლებმაც კინოსამყარო შეცვალა

🟢„Jaws“ (1975) – პირველი ბლოკბასტერი
– ამ ფილმმა კინოთეატრების ისტორიაში ყველაზე დიდი შემოსავალი მოიტანა.
🟢„ET“ (1982) – ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ფილმი
– ფილმი, რომელმაც მსოფლიო აატირა და ჰოლივუდის ოქროს ხანაში შევიდა.
🟢„Jurassic Park“ (1993) – სპეცეფექტების რევოლუცია
– ამ ფილმმა კინოსახე სამუდამოდ შეცვალა.
🟢„Saving Private Ryan“ (1998) – ომის კინოისტორიაში საუკეთესო ფილმი
– ფილმი, რომელიც დღესაც სავალდებულოა კინომოყვარულებისთვის.
🟢„Schindler’s List“ (1993) – ოსკარების ტრიუმფი
– ფილმი, რომელმაც 7 ოსკარი მოიგო და სამუდამოდ დარჩა კინოკლასიკაში.

„საკუთარი ოცნების შექმნა შენზეა დამოკიდებული!“-გვეუბნება სტივენი

სტივენ სპილბერგი არის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეჟისორი და პროდიუსერი.

🟢ის არ გაჩერდა პირველი მარცხის შემდეგ – მან თავისთვის კარი თავად გააღო!

დღეს მისი ფილმები საუკუნის შედევრებად მიიჩნევა, ხოლო მისი ისტორია ყველას შთააგონებს, რომ მარცხი მხოლოდ დროებითი დაბრკოლებაა.

კომენტარები