შესაბამისობის კანონი

შესაბამისობის კანონის მიხედვით, შენი გარე სამყარო ასახავს შინაგან მდგომარეობას. თუ შიგნით ჰარმონია, სიმშვიდე და სიძლიერეა, მაშინ ეს შენს გარემოზე, ურთიერთობებზე და წარმატებაზეც აისახება. ხოლო თუ შიგნით ქაოსი, შიში და დაურწმუნებლობაა, გარედანაც მსგავსი რეალობა გამოჩნდება.

ეს კანონი გვასწავლის, რომ ცხოვრების ცვლილება უნდა დავიწყოთ შიგნიდან – ჩვენი აზრებიდან, ემოციებიდან და შეხედულებებიდან.

✨️შენი ფიქრები და ემოციები პირდაპირ გავლენას ახდენს შენს გარემოსა და ცხოვრებაზე. გარე მოვლენები შინაგანი რწმენების ანარეკლია.
– თუ გჯერა, რომ ხარ ძლიერი და წარმატებული, სამყარო შენს წინაშე ასეთ შესაძლებლობებს გამოაჩენს.
– თუ ფიქრობ, რომ ცხოვრებაში არაფერი გამოგივა, ყოველთვის შეხვდები დაბრკოლებებს.

✨️ შენ რაც ხარ, იმას იზიდავ.
– შენს ცხოვრებაში შემოდიან ადამიანები და მოვლენები, რომლებიც შენი შინაგანი სამყაროს შესაბამისია.

✨️ ცვლილება უნდა დავიწყოთ შიგნიდან– თუ გინდა უკეთესი ცხოვრება, პირველ რიგში შეცვალე შენი ფიქრები, დამოკიდებულება და შინაგანი მდგომარეობა.

⭕️ დაფიქრდი, როგორია შენი შინაგანი სამყარო? არის იქ სიხარული, სიმშვიდე და მოტივაცია, თუ შიში, ეჭვი და სტრესი?
⭕️ შეწყვიტე ნეგატიური ფიქრები და დაიწყე პოზიტიურ ხედვაზე ფოკუსირება.
⭕️ იყავი ისეთი, როგორიც გინდა, რომ სამყარო იყოს.
– თუ გინდა, რომ ადამიანები შენს მიმართ კეთილგანწყობილები იყვნენ, იყავი კეთილი.
– თუ გინდა წარმატება, მოიქეცი ისე, როგორც წარმატებული ადამიანები.

🪬თუ შენს გარშემო ბევრი ტოქსიკური ურთიერთობაა, დაფიქრდი – ხომ არ გაქვს შენ თვითონ ნეგატიური შეხედულებები ან შიში, რომელიც ამას იზიდავს?

💰თუ ფინანსურად სტაბილური არ ხარ, ეს შეიძლება იყოს შენი შიდა რწმენების გამოძახილი – „ფული ცუდია“, „მე ვერასდროს გავმდიდრდები“ და ა.შ. შეცვალე ეს შეხედულებები.

👩‍💻თუ სამსახურში პრობლემები გაქვს, შეამოწმე შენი დამოკიდებულება – ხარ მოტივირებული და თავდაჯერებული, თუ შიშით და დაურწმუნებლობით უდგახარ საქმეს?

„შენი სამყარო შენს შიგნით იწყება.“
თუ გინდა, რომ გარემო უკეთესი გახდეს, პირველ რიგში, შეცვალე საკუთარი ფიქრები, ემოციები და დამოკიდებულება. შენი გარე რეალობა აუცილებლად დაემთხვევა შენს შინაგან მდგომარეობას.

კომენტარები