Sale!

„ემოციათეკა“ — შენი ემოციების ბიბლიოთეკა

Original price was: ₾60.00.Current price is: ₾45.00.

„ემოციათეკა“ — შენი ემოციების ბიბლიოთეკა

✨ მეტაფორული ბარათები, რომლებიც გახსნის შენს შინაგან სამყაროს

„ემოციათეკა“ არის თანამედროვე და ღრმად პროფესიული ინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია ფსიქოლოგიური მუშაობისთვის, თვითშემეცნებისა და შემოქმედებითი პროცესებისთვის.
ბარათების თითოეული სიუჟეტი ემოციების მრავალფეროვნებას ეხება — სიხარულიდან სევდამდე, სიყვარულიდან შიშამდე. ისინი ქმნიან ერთგვარ „ბიბლიოთეკას“, სადაც შენ შეგიძლია შეისწავლო საკუთარი შინაგანი მდგომარეობა და დაარქვა სახელი იმას, რასაც ხშირად სიტყვებით ვერ გამოხატავ.

ეს არის უნიკალური ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი და სხვისი ემოციების გაცნობასა და უკეთ გაგებაში. ბარათები შექმნილია იმისთვის, რომ გაააქტიუროს ქვეცნობიერი, გახსნას შინაგანი რესურსები და დაანახოს ემოციების მრავალფეროვანი სამყარო.

🔑 „ემოციათეკა“ გამოიყენება როგორც თვითშემეცნების, ისე ფსიქოთერაპიული პროცესებში:

🔰ემოციების ცნობიერად დანახვა და გააზრება;
🔰ემოციების იდენტიფიცირებისთვის, დასახელებისთვის, მათი წარმოშობის შესასწავლად და ჯანსაღი გამოხატვისთვის.
🔰რთული განცდების უსაფრთხო გამოხატვა;
🔰ქვეცნობიერის გახსნა სიმბოლურ სურათებთან მუშაობის გზით;
🔰თვითშემეცნება, ფსიქოთერაპია, არტთერაპია და ქოუჩინგი;
🔰ინდივიდუალური სესიები და ჯგუფური მუშაობა;
🔰ურთიერთობების გაუმჯობესება და ემოციური ინტელიგენციის განვითარება.

🌈 „ემოციათეკა“ — ეს არის დიალოგი შენს ემოციებთან.
ის მოგცემს საშუალებას, დააფასო თითოეული განცდა და გადააქციო ისინი შინაგან სიბრძნედ.

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “„ემოციათეკა“ — შენი ემოციების ბიბლიოთეკა”

Your email address will not be published. Required fields are marked *